saqarTvelos mdinareebi - jumi

ტერიტორიული ერთეულები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
სათავე ეგრისის ქედი
სიგრძე 61 კმ
აუზის ფართობი 379 კმ²

 

მდინარე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარცხენა შენაკადი, სათავე აქვს ეგრისის ქედის სამხრეთ მთისწინეთში, ზღვის დონიდან 310 მ. სიგრძე 61 კმ, აუზის ფართობი 379 კმ². საზრდოობს წვიმის, მიწისქვეშა და თოვლის წყლით. მთელი წლის განმავლობაში იცის წყალამოვარდნები, წყალმცირობა - ზაფხულში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 11,6 მ³/წმ.